კრიმინალი

კაცს, რომელმაც ყოფილ შეყვარებულს ბენზინი შეასხა და ცეცხლი წაუკიდა, 17 წლით პატიმრობა მიესაჯა

საია

განსაკუთრებული სისასტიკით განზრახ მკვლელობის მცდელობაში  ბრალდებული შ.გ. სასამართლომ დამნაშავედ ცნო. კაცს, რომელმაც ყოფილ შეყვარებულს ბენზინი გადაასხა და ცეცხლი წაუკიდა, 17 წლით თავისუფლების აღკვეთა მიესაჯა.

"დადგინდა, რომ 2020 წლის 30 ივნისს, შ.გ-მ მიაკითხა ს.შ.-ს სახლში, გაიყვანა ეზოში და შერიგება მოსთხოვა. ს.შ.-სგან უარის მიღების შემდეგ, შ.გ.-მ მას სიტყვიერი და ფიზიკური შეურაცხყოფა მიაყენა, რის შემდეგაც ბენზინი მიასხა და ცეცხლი წაუკიდა. ბრალდებული შემთხვევის ადგილიდან მიიმალა, ხოლო ს.შ. ადგილზე შეკრებილი ადამიანების დახმარებით გადაურჩა დაწვას. სათანადო სამედიცინო ჩარევის შედეგად მისი გადარჩენა მოხერხდა.

შ.გ. დანიშნულ სასჯელს შეურაცხადობის გამო, სასამართლოს მიერ დაწესებული იძულებითი მკურნალობის შემდგომ მოიხდის" - აცხადებს პროკურატურა.

კომენტარები