ვლადიმირ პოზნერის ვიზიტი საქართველოში

მეგრელიშვილი: გავრილოვისნაირი ინციდენტის მოწყობა გვსურდა, 87 წლის კაცის გაგდება რა საამაყოა

დაუჯერებელი მგონია, რომ ეს ჩვენს მოქალაქეებს მოეწონოთ. არ მჯერა ამის. პოზნერის ვიზიტთან დაკავშირებით ჩვენ, შესაძლოა, გაგვეპროტესტებინა რეგულაციებთან მიმართებით ხელისუფლების ორმაგი სტანდარტი, ეს სხვა თემა იქნებოდა. მაგრამ ორი ისეთი თემის არევა, როგორიცაა ოკუპაცია, სტუმარი, ასეთი ქცევა ძალიან ბევრკომპონენტიანი ამბავია და ეს ყველაფერი უფრო იმას მანიშნებდა, რომ რაღაცნაირად, გავრილოვის მსგავსი ინციდენტის მოწყობა გვინდოდა. როგორ შეიძლება, 87 წლის კაცის გაგდება საამაყო იყოს...

ამბობს გირჩის ერთ-ერთი ლიდერი, ვახო მეგრელიშვილი

რუსი ტელეწამყვანის, ვლადიმირ პოზნერის ვიზიტი თბილისში სამოქალაქო აქტივისტების პროტესტის ფონზე მიმდინარეობს. პოზნერს, რომელსაც დღეს  87 წელი შეუსრულდა, დაბადების დღის აღნიშვნას საქართველოში გეგმავდა. მასთან ერთად საქართველოში ჩამოვიდნენ რუსი ჟურნალისტები და შოუბიზნესის წარმომადგენლები.

კომენტარები