ვლადიმირ პოზნერის ვიზიტი საქართველოში

სამადაშვილი პოზნერზე: ეს გავრილოვის ჩამოყვანაზე ნაკლები შეურაცხყოფა არ არის

ეს არის სირცხვილი ჩვენი ქვეყნის და ჩვენი სახელმწიფოსი. მაშინ, როდესაც ჩვენ ყოველდღიურად რუსეთი გვართმევს ჩვენს სახელმწიფოში ცხოვრების უფლებას და ადამიანი, რომელიც არის პირდაპირ პუტინის პროპაგანდისტი, რომელსაც გაცხადებული მიზანი აქვს, ჩვენი ქვეყნის სახელმწიფოებრიობის ჩამოშლა, ამ ადამიანებს დღეს იცავს ჩვენი პოლიცია. ეს არ არის უფრო ნაკლები შეურაცხყოფა ქართველი ხალხის, ვიდრე გავრილოვის ჩამოყვანა ჩვენს ქვეყანაში, იმიტომ, რომ ერთ საქმეს ემსახურებიან და პუტინის პროპაგანდისტული მანქანა დღეს არის ყველაზე მძლავრი იარაღი, პოლიტიკური ბრძოლის იარაღი და ამიტომ, ეს ვიღაც კი არ არის ჩამოსული, ჩამოსულია ერთ-ერთი მთავარი პროპაგანდისტი...

ენმ-ს წევრი სალომე სამადაშვილი რუს ტელეწამყვან ვლადიმირ პოზნერზე მთავარის ეთერში. 

კომენტარები