ეკონომიკა

თებერვალში ფულადი გზავნილების რაოდენობა ქვეყანაში 17.5%-ით გაიზარდა წინა წელთან შედარებით

ეროვნულმა ბანკმა გასული თვის ფულადი გზავნილების სტატისტიკა გამოაქვეყნა, რომლის მიხედვითაც, თებერვალში გზავნილების მოცულობამ  161.4 მილიონი დოლარი შეადგინა, რაც წინა წლის ანალოგიური პერიოდის მაჩვენებელს 17.5-ით აღემატება. 

საანგარიშო თვეში რეგიონის ქვეყნებიდან მაღალი ტემპით გაიზარდა აზერბაიჯანიდან (190.9%-ით) და უკრაინიდან (78.3%-ით) გადმორიცხული ფულადი სახსრები.

რაც შეეხება ქვეყნების მიხედვით განაწილებას, ფულადი გზავნილების ძირითად წყაროს ევროკავშირის ქვეყნები (44%) და რუსეთი (15.6%) წარმოადგენდნენ. ევროკავშირის ქვეყნებიდან აღსანიშნავია იტალიისა და საბერძნეთის მაღალი წილი მთლიან ფულად გზავნილებში.

თვეების მიხედვით ფულადი გზავნილების სტატისტიკა შემდეგნაირად გამოიყურება:

  • მარტი –  125.9 მილიონი დოლარი;
  • აპრილი – 79 მილიონი დოლარი;
  • მაისი – 131.8 მილიონი დოლარი;
  • ივნისი – 169.2 მილიონი დოლარი;
  • ივლისი – 188.7 მილიონი დოლარი;
  • აგვისტო – 184 მილიონი დოლარი;
  • სექტემბერი – 192 მილიონი დოლარი;
  • ოქტომბერი – 181.7 მილიონი დოლარი;
  • ნოემბერი – 169.9 მილიონი დოლარი;
  • დეკემბერი – 199.7 მილიონი დოლარი.
  • იანვარი –  199.7 მილიონი დოლარი;
  • თებერვალი  – 161.4 მილიონი დოლარი

მეორე მხრივ, საქართველოდან გადარიცხული თანხების მოცულობა 3.4 პროცენტით  21.0 მლნ აშშ დოლარამდე შემცირდა.


2020 წლის იანვარში, პირველად ფულადი გზავნილების სტატისტიკის წარმოების ისტორიაში, რუსეთი აღარ არის პირველ ადგილზე. იანვრის მონაცემებით, რუსეთზე მეტი ფულადი გზავნილები საქართველოში იტალიიდან განხორციელდა. ამ თვეშიც რუსეთიდან კლება დაფიქსირდა.

კომენტარები