ვალუტის კურსი

ეროვნული ვალუტა გაუფასურებას განაგრძობს – 1 დოლარი 3.44 ლარი ღირს

CBW.ge

31 მარტის ვაჭრობის შედეგად 1 აშშ დოლარის კურსი 3.4464 ლარით განისაზღვრა. მაჩვენებელი ასეთი მაღალი ბოლოს 2020 წლის 27 მარტს იყო.

ინფორმაციას საქართველოს ეროვნული ბანკი აქვეყნებს. ეროვნული ვალუტა ევროს, ფუნტისა და ლირის მიმართაც გაუფასურდა:

მარეგულირებლის ინფორმაციით, დღის ბოლოს 1 ევროს ფასი 4.0426 ლარია, 1 ბრიტანული ფუნტისა – 4.7467, 1 თურქული ლირა კი 0.4141 ლარი ღირს. აღსანიშნავია, რომ თურქეთის პრეზიდენტის მიერ ცენტრალური ბანკისა და მისი მოადგილის განთავისუფლების შემდეგ ლირა სხვა ვალუტებთან მიმართებით მნიშვნელოვნად გაუფასურდა.

ლარი დოლართან მიმართებით, ბოლო რამდენიმე დღეა, უფასურდება. ოპტიმისტური არც სამომავლო პროგნოზებია – TBC Capital-ის მიხედვით, 2021 წლის განმავლობაში 1 აშშ დოლარი 3.2-3.5 ლარის ფარგლებში იმერყევებს, ისიც, საბაზისო სცენარში. 

კომენტარები