ვაქცინაცია

AstraZeneca-ს ვაქცინამ სახელი შეიცვალა და Vaxzevria გახდა

Reuters

ევროპული წამლების სააგენტოს ინფორმაციით, კორონავირუსის საწინააღმდეგო ვაქცინამ AstraZeneca სახელი შეიცვალა და გახდა Vaxzevria.

სახელწოდების ცვლილება არ ნიშნავს შემადგენლობის ან სხვა რაიმე კომპონენტის ცვლილებას, შესაძლოა, შეიცვალოს მხოლოდ შეფუთვა.

საქართველოში AstraZeneca-ს ვაქცინის 43 200 დოზა 13 მარტს შემოვიდა და 15 მარტიდან ვაქცინაცია დაიწყო. fizer-ის 29 500 დოზა კი 25 მარტს  შემოვიდა. 25 მარტიდან, სამედიცინო სფეროს წარმომადგენლების გარდა, პორტალზე დარეგისტრირება 65 წელს ზემოთ პირებსაც შეუძლიათ, რომელთაც ექნებათ საშუალება არჩევანი გააკეთონ Pfizer-სა და AstraZeneca-ს შორის. Pfizer-ით აცრა დღეს, 30 მარტს დაიწყო. 

 30 მარტის მონაცემებით, სულ აცრილია 5706 ადამიანი.

კომენტარები