აცრა

იტალიის პრემიერმინისტრმა AstraZeneca-ს ვაქცინა გაიკეთა

მარიო დრაგი

30 მარტს იტალიის პრემიერმინისტრმა, მარიო დრაგიმ და მისმა ცოლმა, მარია სერენალ ჩაპელომ, კორონავირუსის საწინააღმდეგო AstraZeneca-ს ვაქცინის პირველი დოზა გაიკეთეს

მათ ვაქცინა რომის მთავარი მატარებლის სადგურში არსებულ აცრის ცენტრში გაიკეთეს ვაქცინა. 

იტალიაში 60 მილიონი ადამიანიდან ამ დროისთვის სრულიად აცრილია 3.04 მილიონი ადამიანი, ხოლო 3.6 მილიონ ადამიანს ჯერჯერობით ვაქცინის მხოლოდ პირველი დოზა აქვს მიღებული. 

ქვეყანაში დღიურად, დაახლოებით, 250 000 ადამიანს ცრიან. პრემიერმინისტრ დრაგის თქმით, ეს რიცხვი აპრილში გაორმაგდება.

იტალია იყო ერთ-ერთი იმ ევროპული ქვეყნებიდან, რომლებმაც AstraZeneca-თი აცრა რამდენიმე დღით შეაჩერეს. ამ ქვეყნების უმეტესობამ, მათ შორის, იტალიამ AstraZeneca-ს ვაქცინით აცრა ყველა გააგრძელეს.

18 მარტს ევროპის მედიცინის სააგენტომ თქვა, რომ AstraZeneca-ს ვაქცინასა და თრომბს შორის კავშირი არ დასტურდებაჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციამ ყველა ქვეყანა გააფრთხილა, რომ AstraZeneca-სთან დაკავშირებული შიშების გამო ვაქცინაციის კამპანია არ შეაჩერონ. 

ბრიტანეთის წამლისა და ჯანმრთელობის პროდუქტების მარეგულირებელი სააგენტოს ინფორმაციით, არ არსებობს არანაირი მტკიცებულება იმისა, რომ AstraZeneca-ს ვაქცინა ვენებში სისხლის შედედებას იწვევს.

კომენტარები