აცრა

EMA-მ Pfizer 12-15 წლის ბავშვებისთვის დაამტკიცა

ევროპის მედიკამენტების სააგენტომ Pfizer-ის კორონავირუსის ვაქცინა 12-15 წლის ბავშვებისთვის დაამტკიცა. 

ეს პირველი ვაქცინაა, რომელიც ამ ასაკობრივი ჯგუფისთვის ევროპაში დაამტკიცეს. 

Pfizer-BioNTech-ის განცხადებით, ცდის მესამე ფაზის შედეგით, მათი ვაქცინა 100%-ით ეფექტიანი და უსაფრთხოა 12-დან 15 წლამდე ბავშვებისთვის. ცდაში 2 260 12-დან 15 წლამდე ბავშვი იღებდა მონაწილეობას. კომპანიის განცხადებით, ამ ასაკობრივ ჯგუფში ვაქცინის მეორე დოზის მიღებიდან ერთი თვის შემდეგ ვაქცინა წარმოქმნის ძლიერ საპასუხო ანტისხეულებს.

კომპანიაში განაცხადეს, რომ გვერდითი მოვლენები იყო 16-დან 25-წლამდე ასაკობრივი ჯგუფის მსგავსი. 16-დან 25 წლამდე ასაკის პირების კვლევის დროს, მათ ვაქცინა კარგად გადაიტანეს, მსუბუქი და საშუალო გვერდითი მოვლენებით, როგორიცაა თავის ტკივილი, სიცხე, დაღლილობა და სხეულზე აცრის ადგილას ტკივილი. 

Pfizer-BioNTech-ის ვაქცინა ევროპაში უკვე დაშვებულია 16 წლის ასაკისა და უფროსი ადამიანებისთვის.

კომენტარები