აცრა

ნორვეგიის პრემიერმინისტრი კორონავირუსის ვაქცინით აიცრა

ერნა სოლბერგი

ნორვეგიის პრემიერმინისტრმა, ერნა სოლბერგმა, კორონავირუსის საწინააღმდეგო ვაქცინის პირველი დოზა გაიკეთა. 

მასთან ერთად ოთხი მინისტრიც აიცრა – ყველა Moderna-ს ვაქცინით. 

"ვიმედოვნებ, რომ ყველა, ვისაც ვაქცინას შესთავაზებენ, აიცრება. აცრა საბოლოოდ მოგვცემს საშუალებას, დავუბრუნეთ ყოველდღიურ ცხოვრებას". – თქვა პრემიერმინისტრმა. 

პრემიერმინისტრის სამსახურის განცხადებით, სოლბერგი ივნისში NATO-ს სამიტს დაესწრება, ჩრდილოატლანტიკური ალიანსის რეკომენდაციით კი, ამ დრომდე, ყველა მონაწილე აცრილი უნდა იყოს.

კომენტარები