Marvel

გინესის რეკორდი: კაცმა შურისმაძიებლების ბოლო ნაწილი კინოთეატრში 191-ჯერ ნახა

Fox

ამერიკელმა რამირო ალანისმა "შურისმაძიებლები: თამაშის დასასრული" კინოთეატრში 191-ჯერ ნახა და გინესის წიგნის კატეგორიის "ერთი და იგივე ფილმზე კინოთეატრში დასწრება" რეკორდსმენი გახდა. რეკორდის დასამყარებლად მან დიდ ეკრანთან 34 571 წუთი გაატარა, რაც 575 საათის ან 24 დღის ტოლფასია.

ალანისმა აღიარა, რომ წამოწყებამ მას სოციალური ცხოვრების დიდი ნაწილი და 7 კილოგრამი დააკარგვინა. მიუხედავად ამისა, რეკორდსმენი ბედნიერია, რომ საყვარელი ფრენჩაიზის ისტორიის ნაწილი გახდა. მისი ფავორიტი პერსონაჟი სტივ როჯერსი, იგივე კაპიტანი ამერიკაა.

შურისმაძიებლების უკანასკნელი ნაწილი 2019 წელს გამოვიდა და ისტორიაში ყველაზე შემოსავლიანი ფილმის ტიტული მოიპოვა. თუმცა 2021 წლის მარტში, ჩინეთში ავატარის ხელმეორედ გამოსვლის შემდეგ, წოდება ჯეიმს კამერონის ფილმმა დაიბრუნა.

 

კომენტარები