პოლიტიკური კრიზისი

შვედეთის ელჩი: ვუერთდები მოწოდებას ყველა პარტიის მიმართ, რომ მიაღწიონ შეთანხმებას

საქართველოში შვედეთის ელჩი, ულრიკ ტიდესტრომი ევროპული საბჭოს პრეზიდენტის წარმომადგენლის, კრისტიან დანიელსონის მედიაციით ოპოზიციისა და ხელისუფლების მოლაპარაკებებს ეხმაურება. შვედეთის ელჩი უერთდება მოწოდებებს ყველა პარტიის მიმართ, რომ მიაღწიონ შეთანხმებას. 

"სრულ მხარდაჭერას ვუცხადებ საქართველოში ევროკავშირის მედიაციით მიმდინარე პოლიტიკურ დიალოგს. მე ვუერთდები მოწოდებას ყველა პარტიის მიმართ, რომ მიაღწიონ შეთანხმებას. ეს გააძლიერებს საქართველოს". – წერს ულრიკ ტიდესტრომი.

ევროპული საბჭოს პრეზიდენტის სპეციალური წარმომადგენელი, კრისტიან დანიელსონი საქართველოში 27 მარტს დაბრუნდა. ის უკვე შეხვდა არასამთავრობო სექტორს, საქართველოს პრეზიდენტს, პრემიერმინისტრსქართული ოცნების წევრებს და ოპოზიციურ პარტიებს. გაერთიანებული შეხვედრა ხვალ, 30 მარტს გაიმართება. 

"ხვალ იქნება დოკუმენტი, თუ მიიღწევა შეთანხმება, იქნებიან მხოლოდ გამარჯვებულები". – თქვა დანიელსონმა შეხვედრების შემდეგ. 

კომენტარები