პოლიტიკური კრიზისი

კრისტიან დანიელსონი ქართული ოცნების წევრებს ხვდება

კრისტიან დანიელსონი ქართული ოცნების წევრებთან ერთად
EU

ევროპული საბჭოს პრეზიდენტის სპეციალური წარმომადგენელი, კრისტიან დანიელსონი ქართული ოცნების წევრებს ხვდება. 

ევროკავშირის წარმომადგენლობის ოფისში მყოფი ტაბულას რეპორტიორის ცნობით, დანიელსონთან შეხვედრაზე არჩილ თალაკვაძე, ირაკლი კობახიძე და შალვა პაპუაშვილი მივიდნენ, რომელიც 27 მარტს საზოგადოებასთან ურთიერთობის მდივნად დაინიშნა

ამ დრომდე არ არის ცნობილი, რომელ საათზე დაიწყება გაერთიანებული შეხვედრა ხელისუფლებასა და ოპოზიციურ პარტიებს შორის, თუმცა, როგორც კრისტიან დანიელსონმა 28 მარტს თბილისში ჩამოსვლისას თქვა, ის ქვეყანაში 3 დღის განმავლობაში აპირებს დარჩენას. 

პარტიებთან შეხვედრამდე კრისტიან დანიელსონი პრეზიდენტ სალომე ზურაბიშვილსა და პრემიერმინისტრ ირაკლი ღარიბაშვილს შეხვდა. 

ვიზიტის ფარგლებში დანიელსონმა პირველი შეხვედრა არასამთავრობო სექტორთან გამართა. შეხვედრის შემდეგ დანიელსონმა თქვა, რომ ევროკავშირს აქვს წინადადებები, რომლებსაც პარტიებს შესთავაზებენ, თუმცა კომპრომისი მათ უნდა იპოვონ. 

კრისტიან დანიელსონი საქართველოში 12 მარტს ჩამოვიდა და შეხვედრებს 7 დღის განმავლობაში მართავდა.  18 მარტს კრისტიან დანიელსონის მედიაციით ოპოზიციასა და ქართული ოცნებას შორის 9-საათიანი შეხვედრა გაიმართა, თუმცა მხარეები ვერ შეთანხმდნენ. დანიელსონი მოლაპარაკებების შესახებ ბრიუსელში ანგარიშის ჩასაბარებლად დაბრუნდა.

კომენტარები