პოლიტიკური კრიზისი

კობახიძე: მოცემულობა ესაა, რომ რიგგარეშე არჩევნები არ იქნება

ის, რომ ვადამდელი არჩევნები არ იქნება, ეს არის მოცემულობა, ყველა ვარიანტში, რაც არ უნდა განვიხილოთ, მოცემულობა ესაა. სულ რომ თეორიულად წარმოვიდგინოთ, თუნდაც იმ მოთხოვნების გათვალისწინება, რაც ოპოზიციას აქვს, შესაძლო რიგგარეშე არჩევნებთან დაკავშირებით, იქაც ყველაფერს წააგებენ, პლებისციტსაც წააგებენ, თვითმმართველობასთან მიბმულსაც, რეფერენდუმსაც, ყველაფერსაც წააგებენ და არჩევნები რომ ჩატარდეს, იმასაც წააგებენ, ბუნებრივია. მაგრამ, მოცემულობა ესაა, რომ რიგგარეშე არჩევნები არ იქნება. ეს ულტიმატუმი კი არაა, ესაა მოცემულობა...

ამბობს ქართული ოცნების თავმჯდომარე ირაკლი კობახიძე ევროპული საბჭოს პრეზიდენტის წარმომადგენელ კრისტიან დანიელსონსთან შეხვედრის შემდეგ. ევროპული საბჭოს პრეზიდენტის სპეციალური წარმომადგენელი, კრისტიან დანიელსონი ქართული ოცნების წევრებს შეხვდა. დღეს ასევე გაიმართება შეხვედრა ოპოზიციურ პარტიებთან. 

კომენტარები