ენგურჰესი

ღარიბაშვილი: ვინმეს წარმოუდგენია, დღეს ენგურჰესი რომ არ არსებობდეს ქვეყანაში?

დღეს ჩვენ დავათვალიერეთ ენგურჰესზე მიმდინარე სამუშაოები, მოგეხსენებათ, რომ ასეთი კომპლექსური, მასშტაბური სამუშაოები  20 წელზე მეტია, არ ჩატარებულა. მინდა აღვნიშნო, რომ სამუშაოების ღირებულება შეადგენს 43 მილიონ ევროს, აქედან 7 მილიონი ევროს გრანტი ჩვენ მივიღეთ ევროკომისიისგან, დანარჩენი არის იბიარდის ბანკის სესხი მთავრობისთვის გამოყოფილი, სამუშაოები დაიწყო იანვარში და დასრულდება მაისის ბოლოს, როგორც მეუბნებიან. ზოგადად, მე მინდა ვისარგებლო შემთხვევით და აქვე აღვნიშნო კიდევ ერთხელ, თუ რაოდენ დიდი მნიშვნელობა აქვს ენგურჰესს ჩვენი ქვეყნისთვის, ჩვენი ენერგოდამოუკიდებლობისთვის და უსაფრთხოებისთვის. ენგურჰესი, დაახლოებით, 50 წლის წინ აშენდა, მთელი სამეგრელო იყო დასაქმებული, შეიძლება ასე ითქვას და რეალურად ყველამ კარგად იცის, ვინც ამ რეგიონში ცხოვრობს, რომ ამ ჰესის მშენებლობით, პრაქტიკულად, აშენდა მთელი ეს მხარე, ათასობით ადამიანი იყო დასაქმებული. დღესაც, ენგურჰესზე მუდმივად არის დასაქმებული 1200 ადამიანი, დამატებით 650 კაცი არის დასაქმებული, რაც ძალიან დიდი მნიშვნელობისაა ჩვენი ქვეყნისთვის. 

საერთო გენერაციის 40%-ზე მეტი გამომუშავდება ენგურჰესის მიერ, აქედან გამომდინარე, მის მნიშვნელობაზე საუბარი არის აუცილებელი. მინდა კითხვა დავსვა, უბრალოდ - ვინმეს წარმოუდგენია, ენგურჰესი რომ დღეს არ არსებობდეს ქვეყანაში? აქედან გამომდინარე, თუ ვინმეს აქვს წუხილი და განცდა დიდი ჰესების მიმართ, მინდა მათ შევახსენო, თუ რაოდენ დიდი მნიშვნელობა აქვს ამ ჰესს და ზოგადად, ჰესებს...

თქვა პრემიერმინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა ენგურჰესის სარეაბილიტაციო სამუშაოების დათვალიერების შემდეგ. 

კომენტარები