ნამახვანჰესი

ღარიბაშვილი ნამახვანჰესზე: კაშხლის მშენებლობა შეჩერდება 9-დან 12 თვემდე

კაშხლის მშენებლობის სამუშაოები შეჩერდება 9-დან 12 თვემდე, ამაზე კომპანია დავითანხმეთ, კიდევ ერთხელ გადამოწმდება ყველაფერი კარგად, მათ შორის, ჩვენი ექსპერტების, უცხოელი სპეციალისტების მოწვევით. ასევე შემოწმდება კიდევ ერთხელ გარემოზე ზემოქმედების ეფექტი, რამდენად დამაზიანებელია თუ არ არის დამაზიანებელი. რიონის ხეობის განვითარებისთვის შეიქმნება, ამ ეტაპზე, 5 მილიონიანი ფონდი. 30 მილიონი უკვე დახარჯული აქვს ამ კომპანიას კომპენსაციებში, ამას გარდა, კომპანია 840 მილიონი დოლარის ინვესტიციას განახორციელებს. დამისახელეთ კომპანია, რომელიც ამ დროს, კოვიდის, პანდემიის, კრიზისის დროს, ამხელა ინვესტიციას შემოიტანს ქვეყანაში და ჩვენ ამას ვეწინააღმდეგებით. 

[...] საუბარი იყო ასევე რამდენიმე წლით ტერიტორიების იჯარით გადაცემაზე, ეს არის მიღებული პრაქტიკა, ყველგან, მთელ მსოფლიოში, შესაბამისად, ეს რაღაც გაუაზრებელი და ანტისახელმწიფოებრივი რიტორიკა, რომელიც ხელს უშლის ჩვენ მეზობელ სახელმწიფოებთან, ინვესტორებთან ურთიერთობას, რა თქმა უნდა, უნდა შეწყდეს...

თქვა პრემიერმინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა ნამახვანჰესთან დაკავშირებით.

კომენტარები