ნამახვანჰესი

ღარიბაშვილი ნამახვანჰესზე: დაწყებული აჟიოტაჟი აბსოლუტურად გაუგებარია

ნამახვანჰესი არის უმნიშვნელოვანესი პროექტი ჩვენი ქვეყნის ენერგოდამოუკიდებლობისთვის. ჩვენი, ქართველი მეცნიერების მიერ არის დამუშავებული ეს წლების წინ, 30-40 წლის წინ არის დაწყებული ნამახვანჰესზე. ერთის მხრივ, მინდა ვთქვა, რომ ის აჟიოტაჟი, ხმაური, რომელიც დაწყებულია, არის აბსოლუტურად გაუგებარი. მეორეს მხრივ, რა თქმა უნდა, მინდა გავმიჯნო მოსახლეობა, მოქალაქეები, რომლებიც გულწრფელად არიან ჩართულნი ამ პროცესში და ანგაჟირებული პოლიტიკოსები, თუ უცხო სახელმწიფოების მიერ წახალისებული და ინსპირირებული მოქალაქეები, რაც არის საგანგაშო, დღეს ჩვენ ვხედავთ გამოკვეთილ ნიშნებს ჰიბრიდული, ენერგეტიკული ომის ნიშნებს ჩვენი ქვეყნის წინააღმდეგ.

ჩვენი ქვეყნის ენერგოდამოუკიდებლობა პირდაპირაა დაკავშირებული ჩვენი ქვეყნის დამოუკიდებლობასთან, მოგეხსენებათ, ყველაფრის იმპორტი მიმდინარეობს, მათ შორის, ჩვენ გავზარდეთ წილი იმპორტირებული ელექტროენერგიის, ყოველწლიურად იზრდება მოხმარება და შესაბამისად, იმპორტიც, აქედან გამომდინარე, უკიდურესად მნიშვნელოვანია, რომ წავახალისოთ ჰესების, მათ შორის, დიდი, მცირე, საშუალო და მიკროჰესების მშენებლობაც... 

თქვა პერმიერმინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა ნამახვანჰესთან დაკავშირებით.

კომენტარები