ალექსეი ნავალნი

ომსკის საავადმყოფოში, სადაც ნავალნი მკურნალობდა, კიდევ ერთი ექიმი გარდაიცვალა

ალექსეი ნავალნი
Meduza

ომსკის საავადმყოფოში, სადაც ნავალნი მკურნალობდა, კიდევ ერთი ექიმი გარდაიცვალა.

რუსული გაზეთის მიხედვით, ომსკის საავადმყოფოს მთავარი ტრავმატოლოგი და ორთოპედი 63 წლის ასაკში 26 მარტს გარდაიცვალა. მას 2020 წლის დეკემბერში ინსულტის შეტევა ჰქონდა და გამოჯანმრთელება ვერ შეძლო. 

მთავარი ტრავმატოლოგის სიკვდილი 2 თვის წინ, ამავე საავადმყოფოში მომუშავე 55 წლის ექიმი სერგეი მაქსიმიშინის გარდაცვალებას მოჰყვა. მაქსიმიშინი მოწამლულ ალექსეი ნავალნის მკურნალობდა. 

რუსი ექიმი, სერგეი მაქსიმიშინი, რომელიც ალექსეი ნავალნის მოწამვლის შემდეგ ომსკის საავადმყოფოში მკურნალობდა, 55 წლის ასაკაში მოულოდნელად გარდაიცვალა. ინფორმაციას CNN-ი ავრცელებს. 

კლინიკის მიერ გავრცელებულ განცხადებაში სიკვდილის მიზეზზე საუბარი არ არის. მაქსიმიშინი ომსკის საავადმყოფოს ერთ-ერთი წამყვანი ექიმი იყო.

20 აგვისტოს თვითმფრინავი, რომლითაც რუსი ოპოზიციონერი ალექსეი ნავალნი მგზავრობდა, ომსკში დაეშვა, ნავალნი საავადმყოფოში გადაიყვანეს. რუსეთის ხელისუფლების მიერ უარყოფის მიუხედავად, გერმანიაში სამკურნალოდ გადაყვანის შემდეგ მის ორგანიზმში აღმოაჩინეს მომწამლავი ნივთიერება. დადგინდა, რომ ნავალნი რუსული ნერვული აგენტის, "ნოვიჩოკის" ჯგუფის ნივთიერებით მოწამლეს. თითქმის ერთი თვის განმავლობაში ის კომაში იყო.

2 თებერვალს მოსკოვის საოლქო სასამართლომ ალექსეი ნავალნის 2 წლითა და 8 თვით პატიმრობა მიუსაჯა. განაჩენის გამოცხადების შემდეგ ნავალნის თანამოაზრეებმა ოპოზიციონერის მხარდამჭერებს პროტესტისკენ მოუწოდეს.

კომენტარები