დაჭრა

ვაჟა-ფშაველას გამზირზე კაცი დაჭრეს

ვაჟა-ფშაველას გამზირზე კაცი დაჭრეს. 

როგორც ტაბულას შინაგან საქმეთა სამინისტროში განუცხადეს, ბრალდებული ცხელ კვალზე დააკავეს, ხოლო დაშავებულის სიცოცხლეს საფრთხე არ ემუქრება. 

უწყების ცნობით, გამოძიება სსკ-ს 117-ე მუხლით მიმდინარეობს, რაც ჯანმრთელობის განზრახ მძიმე დაზიანებას გულისხმობს. 

კომენტარები