კახა კალაძე

კალაძე: დამიდასტურდა ვერტებრო-ბაზილარული სინდრომი და ვესტიბულოპათია, ვიმყოფები კვლევებზე

თბილისის მერია

თბილისის მერის, კახა კალაძის თქმით, მას ვერტებრო-ბაზილარული სინდრომი და ვესტიბულოპათია დაუდასტურდა და აქტიურად ამიტომ არ ჩანს.

ამის შესახებ კალაძემ საკუთარ Facebook გვერდზე დაწერა.

"მეგობრებო, უამრავი  შეტყობინება  მომდის, მწერენ ნაცნობები და სრულიად უცნობი ადამიანები, თუ სად ვარ და რატომ არ ვჩანვარ აქტიურად. თავს ვალდებულად ვთვლი, მოგაწოდოთ ინფორმაცია: დამიდასტურდა ვერტებრო-ბაზილარული სინდრომი და ვესტიბულოპათია, რის გამოც ვიმყოფები სამედიცინო კვლევებზე თბილისის ერთ-ერთ კლინიკაში. ვმუშაობ დისტანციურ რეჟიმში და ვაგრძელებ მკურნალობას.

მინდოდა, ეს ინფორმაცია ჩემგან მიგეღოთ. შეხვედრამდე", – წერს თბილისის მერი.

ვერტებრო-ბაზილარული უკმარისობა წარმოადგენს თავის ტვინის დაავადებას, რომელიც ტვინში წარმოიქმნება სისხლის მიმოქცევის შემცირების გამო. ხოლო, ვესტიბულოპათია, არის უეცრად წარმოქმნილი თავბრუსხვევა, რომელსაც თან ახლავს გულისრევა, ღებინება და წონასწორობის დარღვევა.

კომენტარები