კულტურის სამინისტრო

წულუკიანი: ის, რომ სისტემა შეიქმნება, ეს არის ორჯერ ორი ოთხი, უსისტემოდ ხელს ვერ შევუწყობთ

თეა წულუკიანი

კულტურის მინისტრის, თეა წულუკიანის თქმით, აუცილებელია უწყებაში შეიქმნას სისტემა, რომლითაც გაკონტროლდება ფინანსები.

მინისტრი ჟურნალისტ ინგა გრიგოლიას ნათქვამს გამოეხმაურა, რომელმაც დაწერა, რომ თეა წულუკიანი ცენზურის დაწესებას გეგმავს.

"თურმე, ქალბატონი ინგა გრიგოლია ავითარებს ნარატივს, თეორიას, რომ წულუკიანს უნდა ცენზურა, ოღონდ ვერ აკონკრეტებს, მე  რა ბერკეტი მაქვს ცენზურის, ამიტომ ეს სასაცილოა. ისიც უთქვამთ, თეორია ასეთია, რომ მე ვარ ბერია. მინდა, ინგა გრიგოლიას ვკითხო - სად არის ცენზურა? არ არის ცენზურა. ის, რომ სისტემა შეიქმნება, ეს არის ორჯერ ორი ოთხი. ამ სფეროში  სისტემა არ არსებობს. თუ არ იარსებებს სისტემა, ძვირფას ანიტას მინდა ვუთხრა,  თუ არ იარსებებს ფულის ხარჯვის სწორი წესი, ვერ იქნებიან ისინი ხელშეწყობილები. ამიტომ, ჩემი მიზანია, რომ მათ ხელი შევუწყო"- ამბობს თეა წულუკიანი


საქართველოს კულტურის, სპორტისა და ახალგაზრდობის მინისტრად თეა წულუკიანი 19 მარტს დაინიშნა და  უფლებამოსილების  შესრულებას 22 მარტიდან შეუდგება.  ამასთან ერთად, წულუკიანი კულტურის კოდექსს ქმნის. მისი თქმით, კოდექსის შექმნას სათავეში მისი მოადგილე, იოსებ ბაღათურია ჩაუდგება. 

კომენტარები