ვაქცინაცია

გაბუნია ვაქცინაციაზე: თუ ახლა არ გვექნება აქტივობა, შემდეგ მოწოდებაზე კითხვები დაისმება

თამარ გაბუნია

ჯანდაცვის მინისტრის მოადგილის, თამარ გაბუნიას თქმით, თუ კორონავირუსის ვაქცინის დოზების ათვისება ეფექტურად არ მოხდა, კოვაქსიდან ვაქცინის მომდევნო მოწოდებაზე კითხვის ნიშნები დაისმება.

გაბუნიას თქმით, მნიშვნელოვანია, რომ დოზები, რომელსაც კოვაქსიდან მივიღებთ, იყოს სრულად და ეფექტურად ათვისებული.

"მოთხოვნა გლობალურად ძალიან მაღალია, თუ არ ვუჩვენებთ კარგ შესრულებას ამ პირველ ეტაპზე, კითხვის ნიშნები დაისმება მომდევნო მოწოდებაზე". – ამბობს გაბუნია. 

საქართველოში ასტრაზენეკას ვაქცინის 43 200 დოზა საქართველოში 13 მარტს შემოვიდა და 15 მარტიდან ვაქცინაცია დაიწყო. ჯერჯერობით, აცრა მხოლოდ სამედიცინო პერსონალისთვისაა შესაძლებელი.

დღეს, 24 მარტს, ქვეყანაში Pfizer-ის ვაქცინა შემოვა. ჯანდაცვის მინისტრის ეკატერინე ტიკარაძის ინფორმაციით, მას შემდეგ, რაც ქვეყანაში ფაიზერი შემოვა, მოქალაქეებს ვაქცინის არჩევა შეეძლებათ.

კომენტარები