კომუნიკაციების მარეგულირებელი კომისია

კომუნიკაციების კომისია: ჰასანოვი კავკასუს ონლაინის 100%-ის უკანონო მფლობელია

ვენეციის კომისიის მიერ გამოქვეყნებული მოსაზრებას, 2020 წლის ივლისში საქართველოს პარლამენტის მიღებულ ელექტრონული კომუნიკაციების კანონის ცვლილებაზე, საქართველოს კომუნიკაციების კომისია გამოეხმაურა

ნასიბ ჰასიმოვმა, კავკასუს ონლაინის 49%-ის შესყიდვის შემდეგ, რაც კომუნიკაციების კომისიამ უკანონოდ ცნო და საქმე აღიძრა, 2020 წლის აგვისტოში დაჩქარებული წესით კომპანიის დარჩენილი 51%-იც შეისყიდა, კვლავ კომუნიკაციების კომისიის გაფრთხილების გარეშე. 

"2020 წლის აგვისტოში ნასიბ ჰასანოვმა არაერთი სასამართლო დავის პარალელურად მორიგი კანონდარღვევა ჩაიდინა. „ელექტრონული კომუნიკაციების შესახებ“ კანონში ცვლილების შეტანის შემდეგ, ვიდრე კომუნიკაციების კომისია სპეციალურ მმართველს დანიშნავდა ნასიბ ჰასანოვმა  კვლავ დაარღვია კანონი  და „კავკასუს ონლაინის“ დანარჩენი  51% დაჩქარებული წესით, ისევ კომუნიკაციების კომისიის თანხმობის გარეშე შეიძინა. ამჟამად ჰასანოვი  შპს „კავკასუს ონლაინის“ 100%-იანი წილის უკანონო მფლობელია". – წერია კომუნიკაციების კომისიის განცხადებაში. 

განცხადებაში ასევე წერია, რომ კომუნიკაციების კომისიის მიერ კავკასუს ონლაინში დანიშნულმა სპეციალურმა მმართველმა თურქულ და ყაზახურ კომპანიასთან გაფორმებულ კასპიის ზღვის ქვეშ ოპტიკურ-ბოჭკოვანი კაბელის გაყვანის ხელშეკრულებას ხელი არ მოაწერა.

"2020 წლის 15 დეკემბერს  „კავკასუს ონლაინის“ დირექტორმა  კომუნიკაციების კომისიის მიერ დანიშნულ სპეციალურ მმართველს ორი დოკუმენტი წარუდგინა თანხმობის მისაღებად. რომლის მიხედვითაც „კავკასუს ონლაინსა“ და ყაზახურ კომპანია სს „ტრანსტელეკომს“ შორის, ასევე  შპს „კავკასუს ონლაინსა“ და თურქულ კომპანია სს „SOCAR Turkey Fiber Optik A.Ş“-ს შორის უნდა გაფორმებულიყო შეთანხმებები. ორივე დოკუმენტში „კავკასუს ონლაინი“ განხილული იყო, როგორც აზერბაიჯანულ ნექსოლ ჰოლდინგში შემავალი კომპანია, ამავე დოკუმენტებში „კავკასუს ონლაინი“  მიჩნეული იყო რეგიონული მნიშვნელობის ციფრული ჰაბის პროექტის განხორციელების მექანიზმად. 

ამავე დოკუმენტებით, შპს „კავკასუს ონლაინსა“ და  თურქულ კომპანია სს „SOCAR Turkey Fiber Optik A.Ş“-ს შორის გასაფორმებელი მემორანდუმის წინაპირობად განსაზღვრული იყო აზერბაიჯანისა და ყაზახეთის მთავრობებს შორის კასპიის ზღვის ქვეშ ოპტიკურ-ბოჭკოვანი კაბელის გაყვანის თაობაზე გაფორმებული ხელშეკრულება. აღნიშნულ დოკუმენტებს  კომუნიკაციების კომისიის მიერ დანიშნულმა სპეციალურმა მმართველმა ხელი არ მოაწერა". – წერია კომუნიკაციების კომისიის განცხადებაში.

კომენტარები