ვაქცინაცია

გამყრელიძე ვაქცინაციაზე: მაგალითი უნდა მივცეთ, გასაკვირია ჩემი კოლეგების დაბალი აქტიურობა

დაახლოებით ასეა, ახალი ვაქცინის დანერგვის პროცესი როცა იწყება, უფრო მეტია სკეპტიციზმი ყოველგვარი სიახლის მიმართ. თუმცა, მაინც გასაკვირია ჩემი კოლეგების ასეთი დაბალი აქტიურობა. ჩვენ, მედიცინის მუშაკები, ჯანდაცვის სექტორის წარმომადგენლები უნდა ვიყოთ მეტი მაგალითის მიმცემი. 

მე მაინც იმედი მაქვს, რომ გაითავისებს მოსახლეობა და, პირველ რიგში, ჯანდაცვის მუშაკები, თუ რა სიკეთე მოაქვს ვაქცინაციას, რომ ამ უზარმაზარი გამოწვევის, ამ დიდი პანდემიის დამარცხების გზა მხოლოდ მოსახლეობის მასობრივ ვაქცინაციაზე გადის.სხვა, ჯერჯერობით, ამ დიდ გამოწვევას წერტილს ვერ დაუსვამს. უნდა ვეცადოთ, რომ მოსახლეობის დიდი ნაწილი იყოს აცრილი...

ამბობს დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის დირექტორი, ამირან გამყრელიძე ფორმულასთან ინტერვიუში.  

23 მარტის მონაცემებით, აცრილია 4 000-ზე მეტი სამედიცინო პერსონალი. ახალი კორონავირუსის საწინააღმდეგო ვაქცინით პირველ რიგში სამედიცინო სფეროში დასაქმებული ადამიანები იცრებიან. ჯანდაცვის სამინისტრომ ვაქცინაციის პროცესში ასაკობრივი ჯგუფი დაამატა -  65 წელს ზემოთ მყოფ პირებს რეგისტრაციის გავლა 25 მარტიდან შეეძლებათ.

კომენტარები