ვაქცინაცია

დღეს ტიკარაძე AstraZeneca-თი საჩხერის სამედიცინო ცენტრში აიცრება

დღეს, 23 მარტს, 14:30 საათზე, ჯანდაცვის მინისტრი ეკატერინე ტიკარაძე საჩხერის სამედიცინო ცენტრში აიცრება. ინფორმაციას ჯანდაცვის სამინისტრო ავრცელებს.

ეკატერინე ტიკარაძემ 19 მარტს, რუსთავი 2-ის ეთერში ისაუბრა და თქვა, რომ AstraZeneca-ს ვაქცინით აიცრება. გუშინ, 22 მარტს კი მინისტრმა კიდევ ერთხელ აღნიშნა, რომ "მოიხსნას კითხვები ამ ვაქცინაზე" ის AstraZeneca-ს ვაქცინას გაიკეთებს.

ასტრაზენეკას ვაქცინის 43 200 დოზა საქართველოში 13 მარტს შემოვიდა და 15 მარტიდან ვაქცინაცია დაიწყო. ბოლო ინფორმაციით, აცრილია ჯანდაცვის სექტორში დასაქმებული 4 000-ზე მეტი პირი.

კომენტარები