ვაქცინაცია

ტიკარაძე: AstraZeneca-ს ვაქცინით ავიცრები

დიახ, რა თქმა უნდა, მზად ვარ AstraZeneca-ს ვაქცინით ავიცრა. მნიშვნელოვანია, რომ ჩვენ ყველა საჯაროდ ავიცრათ, ჩვენ გვქონდა სტრატეგია, რომ სხვადასხვა ვაქცინით მომხდარიყო ჩვენი აცრა. ჩინური ვაქცინა, რომელზეც არაერთი მითია, გადაწყვეტილი იყო, რომ მე ამ ვაქცინით ავიცრებოდი

თუმცა, დღეს მიმდინარეობს შეჯერების პროცესი, იმასთან დაკავშირებით, თუ რა სახეს მიიღებს ეს კამპანია, ვინაიდან, რაც იყო დაგეგმილი, შეიძლება, აღარ იყოს საკმარისი, რომ მოქალაქეები დავარწმუნოთ ვაქცინის სანდოობაში. ამასთან დაკავშირებით, ორშაბათს მოვახსენებთ საზოგადოებას თუ, რა კონკრეტულ გადაწყვეტილებას მივიღებთ.

ამბობს ჯანდაცვის მინისტრი, ეკატერინე ტიკარაძე რუსთავი 2-ის ეთერში.

კომენტარები