ბულგარეთი-რუსეთი

ბულგარეთი რუსეთს: შეწყვიტეთ აქ ჯაშუშობა, შესაძლოა, რუსი დიპლომატები გავაძევოთ

ბოიკო ბორისოვი
Reuters

ბულგარეთის პრემიერმინისტრი ბოიკო ბორისოვი რუსეთს მოუწოდებს, რომ ბულგარეთზე ჯაშუშობა შეწყვიტოს.

19 მარტს პროკურორებმა ექვსი პირი, მათ შორის ყოფილი და ამჟამინდელი სამხედრო სადაზვერვო ოფიცრები, სოფიაში რუსეთის საელჩოსთვის ბულგარეთის, ნატოსა და ევროკავშირის შესახებ საიდუმლო ინფორმაციის გადაცემაში დაადანაშაულეს.

"კიდევ ერთხელ, შესაძლოა, საჭირო გახდეს რუსი დიპლომატების არასასურველ პირებად გამოცხადება... მე კიდევ ერთხელ მივმართავ მათ ლიდერებს, ბულგარეთში შპიონაჟი შეწყვიტეთ". – თქვა ბორისოვმა. 

რუსეთის საელჩო ბრალდებებს უარყოფს და ირწმუნება, რომ ამით ცდილობენ, რუსეთი-ბულგარეთის დიალოგს ავნონ და რუსეთის დემონიზება მოახდინონ. 

20 მარტს აშშ-მ და ბრიტანეთმა ბულგარეთს მხარდაჭერა გამოუცხადეს და დაგმეს რუსეთის მავნე ქმედებები.

2019 წლის ოქტომბრის შემდეგ ბულგარეთმა რუსეთის საელჩოს ხუთი დიპლომატი და თანამშრომელი გააძევა. 

კომენტარები