ვაქცინაცია

ტიკარაძე: სავარაუდოდ, AstraZeneca-თი ავიცრები, რათა მოიხსნას კითხვები ამ ვაქცინაზე

მე, სავარაუდოდ, ავიცრები AstraZeneca-ს ვაქცინით, რათა ერთხელ და სამუდამოდ მოიხსნას ის არსებული კითხვები ამ ვაქცინასთან დაკავშირებით და საზოგადოებაც განეწყოს დადებითად ვაქცინაციის პროცესთან მიმართებაში...

ამბობს ჯანდაცვის მინისტრი. ამ საკითხზე თავდაპირველად ეკატერინე ტიკარაძემ 19 მარტს, რუსთავი 2-ის ეთერში ისაუბრა და თქვა, რომ AstraZeneca-ს ვაქცინით აიცრება. ასტრაზენეკას ვაქცინის 43 200 დოზა საქართველოში 13 მარტს შემოვიდა და 15 მარტიდან ვაქცინაცია დაიწყო. ბოლო ინფორმაციით, აცრილია ჯანდაცვის სექტორში დასაქმებული 3 843 პირი.

კომენტარები