აშშ-თურქეთი-რუსეთი

ერდოღანი: ბაიდენის განცხადება პუტინზე მიუღებელი და შეუფერებელია

ვლადიმირ პუტინმა რეჯეფ-თაიფ ერდოღანი ნაყინზე დაპატიჟა. მოსკოვი, 2019 წელი. 

თურქეთის პრეზიდენტი, რეჯეფ თაიფ ერდოღანი, აშშ-ს პრეზიდენტის ჯო ბაიდენის სიტყვებს გამოეხმაურა რუსეთის პრეზიდენტ, ვლადიმირ პუტინზე. ჯო ბაიდენმა abc NEWS-ისთვის მიცემულ ინტერვიუში კითხვაზე, თვლის თუ არა იგი პუტინს მკვლელად, დადებითად უპასუხა

"ბატონი ბაიდენის განცხადებები ბატონ პუტინთან დაკავშირებით არ არის შესაფერისი პრეზიდენტისთვის და როდესაც პრეზიდენტი გამოდის და ასეთი განცხადებებს აკეთებს ისეთი ქვეყნის პრეზიდენტის წინააღმდეგ, როგორიც რუსეთია, ნამდვილად მიუღებელია". - თქვა თურქეთის პრეზიდენტმა. 

18 მარტს ვლადიმირ პუტინმა ბაიდენის სიტყვებზე კომენტარი გააკეთა. "ვინც იძახის, იძახის, თავის თავზე იძახის". - თქვა მან ჯო ბაიდენზე. 

"ჩემი აზრით,  ბატონმა პუტინმა გააკეთა ის, რაც საჭირო იყო ძალიან, ძალიან ჭკვიანური და ელეგანტური პასუხის გაცემით". - დასძინა ერდოღანმა.

კომენტარები