6-პუნქტიანი ჩარჩო

ბოკერია: ივანიშვილის მხარეს ვადამდელი არჩევნების განხილვის, ამაზე ფიქრის უფლებაც არ ჰქონდა

"18 მარტის მოლაპარაკებებისას, არც ერთი მომენტი არ ყოფილა, რომ ივანიშვილის წარმომადგენლობა, თუნდაც რაიმე სახით, დათანხმებულიყო ვადამდელი არჩევნების განხილვასაც კი. როდესაც ჩვენი სტრატეგიული პარტნიორის, ევროკავშირის, უმაღლესი რანგის პოლიტიკური ფიგურის თანდასწრებით, მივედით პოლიტპატიმრებისა და ვადამდელი არჩევნების საკითხამდე, ივანიშვილის გარემოცვის წარმომადგენლებს რეალური განხილვის, ფიქრის უფლებაც კი არ ჰქონდათ, რომ ის მაინც ეთქვათ, აი, ამ გზით წავიდეთ ან იმ გზით წავიდეთო. ვფიქრობ, ფიქრი რომ აგეკრძალება, ეს უკვე წითელ ხაზს მიღმა, საპირისპირო მხარესაა".

განცხადება ევროპული საქართველოს ლიდერმა ფორმულას პირდაპირ ეთერში გააკეთა.

კომენტარები