6-პუნქტიანი ჩარჩო

ჯაფარიძე: ხელახალ არჩევნებამდე მისასვლელად განსხვავებულ გზებს განვიხილავთ

გვაქვს 6 პუნქტი, რომლიდანაც ერთ-ერთი არის შესაძლო ხელახალი არჩევნები. ამ პუნქტის გარშემო მიდის საუბარი და ერთადერთი, რაც შემიძლია, ვთქვა, ისაა, რომ მოლაპარაკების მაგიდაზე დევს სხვადასხვა გზა, თუ როგორ შეიძლება მივიდეთ ხელახალ არჩევნებამდე და ამ საკითხის განხილვა ხდება დანარჩენი 5 პუნქტის მსგავსად: ვაფიქსირებთ საკუთარ ხედვას და საკუთარ პოზიციებს. 

[ამის მიუხედავად] ჩვენ არ ვიცით, როგორია ქართული ოცნების ხედვები. ცხადია, გვაქვს ინფორმაცია მათი საჯარო გამოსვლებიდან და მოლაპარაკების წინა რაუნდებიდან, თუმცა, ამ მომენტში, ბატონი დანიელსონი რაზე ელაპარაკება ქართულ ოცნებას, ჩვენ ამაზე ინფორმაცია არ გვაქვს...

ზურა ჯაფარიძე ქართულ ოცნებასა და ოპოზიციას შორის მოლაპარაკებების თაობაზე TV პირველის ეთერში საუბრობს.

კომენტარები