6-პუნქტიანი ჩარჩო

კაპანაძე: მთავარი პრობლემა გაყალბებული არჩევნებია და არა მელია ან რურუა

აქ ხომ მთავარი ის არაა, რომ მელია და რურუა გამოუშვან – მელია გარეთ იყო რამდენიმე დღის წინ და დაიჭირეს. მაგ ლოგიკაში თუ შევყევით ხელისუფლებას, რომ ახლა ვიღაცას დაიჭერენ, მერე გამოუშვებენ და ეს იქნება გაყიდული, როგორც კონსტრუქციულობა, ეს იქნება კატასტროფა. მთავარი პრობლემა შეიქმნა გაყალბებული არჩევნების შემდეგ, ამიტომ მთავარი პრობლემაც არის გაყალბებული არჩევნები...თორემ ნიკა მელია შეიძლება ხვალ გამოუშვან, მაგრამ ბრძოლა კი არ დამთავრდება, გაგრძელდება ახალი ენერგიით...

ასე უპასუხა სერგი კაპანაძემ კითხვას – "რა მოხდება, თუ ხელისუფლება მხოლოდ ნიკა მელიას და გიორგი რურუას გათავისუფლებაზე დათანხმდება". 

კომენტარები