კორონავირუსი საქართველოში

აშშ-ს საელჩო: სამძიმარს ვუცხადებთ დღეს ტრაგიკულად გარდაცვლილი ახალციხელი ექთნის ოჯახს

თბილისში აშშ-ს საელჩო სამძიმარს უცხადებს გარდაცვლილი ექთნის, მეგი ბაქრაძის ოჯახს. 

"აშშ-ის საელჩო სამძიმარს უცხადებს დღეს ტრაგიკულად გარდაცვლილი ახალციხელი ექთნის, მეგი ბაქრაძის ოჯახს. ჩვენი ფიქრითა და ლოცვით ვრჩებით სამედიცინო სფეროს მუშაკებისა და მათი ოჯახების გვერდით, ისინი მართლაც გლობალური ბრძოლის წინა ხაზებზე არიან.

მადლიერნი ვართ იმ თავდადებისთვის, რომლითაც ჩვენი ჯანმრთელობის შენარჩუნებაზე ზრუნავენ, ამ პანდემიის ყოველ ახალ ეტაპზე". - წერს აშშ-ს საელჩო.

27 წლის ექთნის გარდაცვალების საქმეზე შინაგან საქმეთა სამინისტრომ გამოძიება დაიწყო. ინფორმაცია ტაბულას უწყებაში დაუდასტურეს. როგორც ტაბულას შსს-ში უთხრეს, გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 116-ე მუხლით დაიწყო, რაც გაუფრთხილებლობით სიცოცხლის მოსპობას გულისხმობს. 

27 წლის ექთანს 18 მარტს AstraZeneca-ს ვაქცინით აცრის შემდეგ, განუვითარდა "დაუყოვნებლივი რეაქცია", რაც ვაქცინაციის შემდეგ უიშვიათესი მოვლენაა. ექთანი ახალციხიდან თბილისში 18 მარტს გადმოიყვანეს, თუმცა მისი გადარჩენა ვერ მოხერხდა.

ექიმებთან წინასწარი საუბრით, ეს "დაუყოვნებლივი რეაქცია" ჰგავდა ანაფილაქსიურ შოკს, რაც ძალიან იშვიათად ვლინდება ვაქცინის გაკეთების შემდეგ. 

კომენტარები