საგარეო ვაჭრობა

2021 წელს რუსეთსა და თურქეთში ექსპორტი გაიზარდა – რას ვყიდით ქვეყნის გარეთ

brianchristner.io

საქართველოს სტატისტიკის ეროვნული სამსახურის წინასწარი მონაცემებით, 2021 წლის იანვარ-თებერვალში საქართველოში საქონლით საგარეო სავაჭრო ბრუნვამ $1 654 მლნ შეადგინა, რაც წინა წლის შესაბამისი პერიოდის მაჩვენებელზე 12%-ით ნაკლებია.

იანვარ-თებერვალში ექსპორტი 6.8%-ით, ხოლო იმპორტი 14.1%-ითაა შემცირებული. ამ პერიოდში უარყოფითმა სავაჭრო ბალანსმა $664.6 მლნ და საგარეო სავაჭრო ბრუნვის 40.2% შეადგინა.

2021 წელს საქართველოს უმსხვილესი სავაჭრო პარტნიორი ქვეყნები არიან თურქეთი, რუსეთი, ჩინეთი, აზერბაიჯანი და აშშ.

საქსტატი

მთლიან ექსპორტში უმსხვილესი წილიც ამავე ქვეყნებს აქვთ აშშ-ს გამოკლებით. 

საქსტატი

საქსტატის მონაცემებით, იანვარ-თებერვალში ექსპორტი წინა წლის შესაბამის პერიოდთან შედარებით უმსხიველესი სავაჭრო პარტნიორი ქვეყნებიდან 2-ში - თურქეთში 25.3%-ით და რუსეთში 17.2%-ით გაიზარდა.

როგორც სტატისტიკიდან ჩანს, 2021 წელს საქართველოდან თურქეთში ფეროშენადნობების, ტრიკოტაჟის ნაწარმის, შავი ლითონების ნარჩენების, ხორცის, თევზის ან კიბოსნაირების ფქვილის ექსპორტი გაიზარდა. 

საქსტატი

რაც შეეხება რუსეთს, ფეროშენადნობების გარდა, მინერალური წყლის და მცირედით ციტრუსის ექსპორტიცაა გაზრდილი.

საქსტატი

მესამე უმსხვილესი სავაჭრო პარტნიორიდან, ჩინეთიდან ექსპორტი კი 13%-ითაა შემცირებული, თუმცა გაზრდილია იმპორტი 5.8%-ით.

კომენტარები