კომენდანტის საათი

"ეს არის ერთერთი ყველაზე ქმედითი ბერკეტი" – კომენდანტის საათი კვლავ ძალაში რჩება

საკოორდინაციო საბჭომ კინოთეატრების და საბავშვო გასართობი ცენტრების გახსნის გადაწყვეტილება მიიღო, თუმცა, კვლავ ძალაში რჩება კომენდანტის საათი.

"ეს არის ერთერთი ყველაზე ქმედითი ბერკეტი მობილობის შესამცირებლად, ჩვენ ვაკვირდებით ვითარებას და გადაწყვეტილებებს მივიღებთ არსებული ეპიდემიოლოგიური სურათის გათვალისწინებით და საფუძველზე" – განაცხადა მთავრობის ადმინისტრაციის ხელმძღვანელმა, ილია დარჩიაშვილმა საკოორდინაციო საბჭოს სხდომის დასრულების შემდეგ.

კომენტარები