რუსეთი

LEVADA: რუსი ახალგაზრდების უმეტესობა რუსეთს ევროპულ ქვეყნად არ მიიჩნევს

თებერვალში Levada Center-ის მიერ ჩატარებული სოციოლოგიური გამოკითხვის თანახმად, რუსეთის მოსახლეობის მხოლოდ 29% თვლის, რომ რუსეთი ევროპული ქვეყანაა, ხოლო 64% ასე არ ფიქრობს. შედარებისთვის, 2008 წლის სექტემბერში რუსების 52%-მა რუსეთი ევროპულ ქვეყნად დაასახელა

კვლევის თანახმად, მოსაზრება, რომ რუსეთი ევროპული ქვეყანაა უფრო პოპულარულია 55-წელს ზევით ადამიანებში, ამ ასაკობრივ ჯგუფში მოსაზრებას 33% იზიარებს. ხოლო 18-24 წლამდე ასაკობრივ ჯგუფში მხოლოდ 23% ფიქრობს, რომ რუსეთი ევროპული ქვეყანაა. 71% ამ მოსაზრებას არ ეთანხმება.

ასევე შემცირდა იმ ადამიანების რიცხვი, რომლებიც თავს ევროპელებად მიიჩნევენ. 2008 წელს ეს მაჩვენებელი 35% იყო, ხოლო 2021 წელს - 27%-ია. იმ ადამიანების რაოდენობა ვინც თავს ევროპელად არ თვლის 50%-იდან 70%-მდე გაიზარდა.

2018 წელთან შედარებით შემცირებულია მათი რიცხვი, ვინც თვლის, რომ დასავლეთში რუსეთის ეშინიათ. 2018 წელს ამ მოსაზრებას 25% ეთანხმებოდა, ხოლო 2021 წლის დასაწყისში - 18%. 23%-თვლის, რომ დასავლეთში ევროპას განგაშით უდგებიან, ხოლო 12% თვლის, რომ რუსეთს პატივისცემით ეპყრობიან.

კომენტარები