ჯანდაცვის სამინისტრო

ჯანდაცვის მინისტრი საპატრიარქოში მივა და ილია II-ს შეხვდება

ჯანდაცვის სამინისტროს ცნობით, დღეს, 18 მარტს, 14:00 საათზე, მინისტრი ეკატერინე ტიკარაძე საპატრიარქოში მივა და პატრიარქ ილია მეორეს  შეხვდება. ოფიციალურად შეხვედრის თემა უცნობია, თუმცა, სავარაუდოდ, ვაქცინაციას შეეხება.

16 მარტს დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის დირექტორმა ამირან გამყრელიძემ წმიდა სინოდს ვაქცინაციაში თანამშრომლობა სთხოვა

"მინდა ვთხოვო მთლიანად წმინდა სინოდს, თითოეულ მღვდელმთავარს, რომ მათი როლი ამ უმნიშვნელოვანეს პროცესში [ვაქცინაციის] განსაკუთრებულია". – თქვა გამყრელიძემ.

მეორე დღეს, საპატრიარქომ განაცხადა, რომ ეკლესია ვაქცინაციაზე "პასუხისმგებლობას ვერ აიღებს" და მისი პროპაგანდა ექიმების პასუხისმგებლობაა.

კომენტარები