უმცროსი ექიმი, ვისაც რეზიდენტურა არ გაუვლია, მაგრამ გამოცდილება დაგროვებული აქვს, სასერტიფიკაციო გამოცდაზე დაიშვება. ამის შესახებ ივანიშვილის ჯანდაცვის მინისტრმა, მიხეილ სარჯველაძემ განაცხადა.
უმცროს ექიმებს, რომლებმაც სხვადასხვა მიზეზის გამო რეზიდენტურის პროგრამის გავლა ვერ შეძლეს, მაგრამ საკმაოდ დიდი გამოცდილება აქვთ დაგროვებული - იგივე ხანგრძლივობის გამოცდილება, რაც უშუალოდ რეზიდენტურისთვისაა გათვალისწინებული, ახალი შესაძლებლობა ექნებათ. ასეთი ადამიანები, ასეთი უმცროსი ექიმები სასერტიფიკაციო გამოცდაზე დაიშვებიან, რაც დამოუკიდებელი საექიმო საქმიანობისთვის აუცილებელია". - თქვა სარჯველაძემ.
სარჯველაძის თქმით, დაახლოებით, 800-ია იმ ადამიანების რიცხვი, ვისზეც ეს ახლადამოქმედებული ნორმა გავრცელდება.





