მე არსად წასვლას არ ვაპირებ, მე ვაპირებ პოლიტიკაში დარჩენას კიდევ დიდი ხანი, სანამ მექნება საზოგადოების მხარდაჭერა, მოსახლეობის თანადგომა. მე არასდროს არ გავრბივარ შუა საქმიდან, ყოველთვის მიყვარს საქმის ბოლომდე მიყვანა და ყოველთვის ვცდილობ, რომ არ დავკმაყოფილდე მიღწეულით. ჩემი წარმატების ფორმულის ერთ-ერთი შემადგენელი ნაწილია, რომ როდესაც გარკვეულ წარმატებას აღწევ, არავითარ შემთხვევაში არ უნდა დაკმაყოფილდე ამით, ყოველთვის უნდა ეძებო მეტი... რაც შეეხება არჩევნებს, არჩევნებში მონაწილეობის მიღებას, ჯერ ამაზე საუბარი ადრეა. 7 თვე არის დარჩენილი არჩევნებამდე, ყველაფერს აქვს თავისი დრო და შესაბამისად, საზოგადოება გაიგებს ყველაფერს...
tbl.ge/5gt9
დაკოპირდა

დედაქალაქის მერი კახა კალაძე ტელეკომპანია იმედის ეთერში.
ამავე თემაზე
- ტაბულას უთხრეს, რომ კალაძე დუბაიში "ჩარჩა", მერიაში არ იციან – სადაა
- კალაძე: თუ რაიმე მოაფიქრდებათ, შეთითხნილი ჭორებით ავრცელებენ, ეს მე ვერაფერს დამაკლებს
- კალაძე: ჩვენ ყველა უნდა მივეჩვიოთ განსხვავებული აზრის მიმღებლობას
- ვახუშტის ხიდიდან სააკაძის მოედნისკენ გზაზე გამოიყოფა საზოგადოებრივი ტრანსპორტის ზოლი
- კალაძე: ვერ ნახავთ ფაქტს, რაიმე კანონსაწინააღმდეგო ჩამედინოს, ვარ შემდგარი ადამიანი




