დიდი ბრიტანეთი

ბორის ჯონსონი: რუსეთი ბრიტანეთისთვის მთავარი საფრთხეა

დიდი ბრიტანეთის პრემიერმინისტრ ბორის ჯონსონის თქმით, რუსეთი ბრიტანეთისთვის ყველაზე დიდი და მთავარი საფრთხეა.

მან ეს ბრიტანეთის თავდაცვისა და საგარეო ურთიერთობების ახალი გეგმის განხილვაზე საუბრის დროს ახსენა. 

ბრიტანეთის თავდაცვისა და საგარეო ურთიერთობების ანგარიშში საუბარია იმ ნაბიჯებზეც, რომელსაც ქვეყანა გამოწვევების საპასუხოდ გადადგამს. ბრიტანეთი საკუთარი თავდაცვის ხარჯებს 24 მილიარდი გირვანქა სტერლინგით გაზრდის. ცნობისთვის, 2019-2020 წელში ბრიტანეთის სამხედრო ხარჯები 42.2 მილიარდ გირვანქა სტერლინგს შეადგენდა. იგეგმება ბრიტანეთის შეიარაღებაში მყოფი ბირთვული ქობინების რაოდენობის 260-მდე გაზრდაც. 

ბორის ჯონსონი შეეხო ჩინეთის საფრთხესაც. მისი შეფასებით, რუსეთი "აქტიური საფრთხეა", ჩინეთი კი "სისტემატიური გამოწვევა". 

კომენტარები