ტექნოლოგიური გიგანტები

Google-ის წინააღმდეგ სარჩელს დამატებით ოთხი შტატი შეუერთდა

ფოტო: axios.com

კომპანია Google-ის წინააღმდეგ ტეხასის მიერ წამოწყებულ სასამართლო სარჩელს დამატებით ოთხი შტატი შეუერთდა.

შტატები Google-ს ანტიმონოპოლიური კანონისა და სარეკლამო პოლიტიკის დარღვევაში ადანაშაულებენ. 

2020 წლის დეკემბერში წამოწყებულ სარჩელს ფლორიდა, ალასკა, მონტანა და ნევადა შეუერთდნენ და ამჟამად ის უკვე 15 შტატს აერთიანებს. 

“ჩვენი კოალიცია იმედოვნებს, რომ Google-ი ანგარიშვალდებული გახდება მისი უკანონო ქმედებებისთვის და დარწმუნებული ვართ, რომ კომპანიას დიდი რაოდენობით ჯარიმების გადახდა მოუწევს“. – თქვა ტეხასის გენერალურმა პროკურორმა, კენ პაქსტონმა. 

Google-ის წარმომადგენლები ბრალდებებს უარყოფენ, მათი თქმით, კომპანია სამართლიან კონკურენციაშია ჩართული და ის კანონებს არ არღვევს. 

ტექნოლოგიური კომპანიებისადმი გაზრდილი კრიტიკული დამოკიდებულების გამო Google-მა დააანონსა, რომ ის მომხმარებლების ბრაუზერის ისტორიის საფუძველზე შექმნილი მიზნობრივი რეკლამების გაყიდვას შეწყვეტს

კომენტარები