ცენზურა ჩინეთში

ჩინეთის მთავრობამ ALIBABA-ს ინტერნეტ ბრაუზერი დაბლოკა

ჯეკ მა
ფოტო: ft.com

ჩინეთის კომუნისტური მთავრობის ცენზურის შემდეგი სამიზნე კომპანია Alibaba-ს ინტერნეტ ბრაუზერი გახდა. UC Browser-ი App Store-დან წაიშალა და მასთან ჩინური ინტერნეტ პლატფორმებიდან წვდომა აიკრძალა

სამთავრობო მედიაში გავრცელებული ინფორმაციით, UC Browser-ს რეკლამებით მომხმარებლები შეცდომაში შეჰყავდა. 

15 იანვარს ჩინეთის ლიდერმა, სი ძინფინგმა თქვა, რომ ეს ტექნოლოგიური კომპანიების წინააღმდეგ წამოწყებული პროცესის მხოლოდ დასაწყისია და ჩინეთი უფრო მკაცრად მიუდგება ისეთი კომპანიების საკითხს, რომელთაგან პოტენციური საფრთხე მომდინარეობს. 

ექსპერტთა ნაწილი ჩინეთის მიდგომას Alibaba-სა და სხვა ტექნოლოგიური კომპანიების მიმართ პოლიტიკურად მოტივირებულს უწოდებს. მათი თქმით, კომუნისტური მთავრობა სჯის იმ კომპანიებს, რომლებიც არ ემორჩილებიან პარტიულ ნებას და აკრიტიკებენ ჩინეთის მთავრობას. 

Alibaba-ს წინააღმდეგ ჩინეთის მთავრობამ გამოძიება მას შემდეგ დაიწყო, რაც კომპანიის აღმასრულებელმა დირექტორმა, ჯეკ მამ ჩინეთის მარეგულირებელი ორგანო და კომუნისტური მთავრობა საჯაროდ გააკრიტიკა. 

მისი სიტყვით გამოსვლიდან რამდენიმე დღეში ჯეკ მას Ant Group-ის $37 მილიარდიანი პირველადი საჯარო შეთავაზება (IPO) მთავრობამ შეაჩერა.

2021 წელს კი მამ ჩინეთის უმდიდრესი ადამიანის სტატუსი დაკარგა

კომენტარები