კულტურის სამინისტრო

79 მომხრე, 0 წინააღმდეგი – კულტურის სამინისტრო აღდგა

ტაბულა

საკანონმდებლო პაკეტი, რომლის საფუძველზეც განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის სამინისტრო იყოფა, პარლამენტმა მესამე მოსმენით დაამტკიცა. 79 მომხრე, 0 წინააღმდეგი - ასეთი იყო კენჭისყრის შედეგები. 

საკანონმდებლო პაკეტის მიხედვით, განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის სამინისტრო ორ სამთავრობო უწყებად - განათლებისა და მეცნიერების და კულტურის, სპორტისა და ახალგაზრდობის სამინისტროებად ყალიბდება.

ასევე, პლანარულ სხდომაზე მესამე მოსმენით განიხილეს ინიციატივა, რომლითაც პარლამენტის განათლების, მეცნიერებისა და კულტურის კომიტეტის შემადგენლობიდან კულტურის სფერო ცალკე გამოიყოფა და ახალი საპარლამენტო კომიტეტი - კულტურის კომიტეტი იქმნება.

კულტურის, სპორტის და ახალგაზრდობის სამინისტრო განათლების და მეცნიერების სამინისტროს 2018 წელს, პრემიერმინისტრ მამუკა ბახტაძის გადაწყვეტილებით მიუერთდა.

კომენტარები