ვაქცინაცია

ტიკარაძე: აქტიურ რეჟიმში მიმდინარეობს Covax-ის მიღმა ფაიზერის შემოტანაზე საუბარი

ჩვენი მოქალაქეებისთვის იქნება მნიშვნელოვანი სიახლე ფაიზერთან წარმართული მოლაპარაკებები,. ჩვენ გვაქვს უკვე იმის შესაძლებლობა, ფაიზერთან ვაწარმოოთ პირდაპირი მოლაპარაკება, ჩვენ მივიღეთ მათგან თანხმობა და დღესდღეობით აქტიურად რეჟიმში მიმდინარეობს კოვაქს პლატფორმის მიღმა ფაიზერის შემოტანაზე საუბარი ქვეყანაში, ფაიზერის მხარე მზად არის, საქართველოს მიაწოდოს გარკვეული რაოდენობა დოზების...

ეკატერინე ტიკარაძე რუსთავი 2-ის ეთერში. აღსანიშნავია, რომ კოვაქს პლატფორმით ფაიზერის ვაქცინის 29 250 დოზა საქართველოში თებერვლის შუა რიცხვებში უნდა შემოსულიყო, თუმცა, მარტის ბოლომდე გადაიდო.

კომენტარები