პოლიტიკური კრიზისი

პრესსამსახური: პრეზიდენტმა კრისტიან დანიელსონთან მოლაპარაკებების პროცესი განიხილა

პრეზიდენტის ადმინისტრაცია

პრეზიდენტის ადმინისტრაციის ცნობით,  სალომე ზურაბიშვილი  შარლ მიშელის პირად წარმომადგენელს კრისტიან დანიელსონს შეხვდა, რომელიც მე-4 დღეა, საქართველოში სამუშაო ვიზიტით იმყოფება.

მათივე ინფორმაციით, ორბელიანების სასახლეში გამართულ მეორე შეხვედრაზე საქართველოს პრეზიდენტმა და კრისტიან დანიელსონმა ხელისუფლებასა და ოპოზიციას შორის მიმდინარე მოლაპარაკებების პროცესი განიხილეს.


ევროპული საბჭოს პრეზიდენტმა, შარლ მიშელმა, ევროკავშირის უმაღლეს წარმომადგენელ ჟოზეფ ბორელთან შეთანხმებით, საქართველოში ევროკავშირის მიერ მხარდაჭერილი შუამავლობისა და პოლიტიკური დიალოგის პროცესის ფარგლებში, კრისტიან დანიელსონი პირად წარმომადგენლად გამოგზავნა.

დანიელსონი უკვე შეხვდა პრეზიდენტ სალომე ზურაბიშვილს, პრემიერმინისტრ ირაკლი ღარიბაშვილსა და ქართული ოცნების წარმომადგენლებს. შეხვედრები ოპოზიციურ პარტიებთან ინდივიდუალურ რეჟიმში იმართება. 

კრისტიან დანიელსონს საქართველოში 14 მარტს უნდა დაეტოვებინა, თუმცა წასვლა გადაიდო. 

კომენტარები