პოლიტიკური კრიზისი

ბოკერია: საკითხები, რომლებიც მიშელმა მოხაზა, არ შეიცვლება, ჩვენი პოზიციაც ესაა

ტაბულა

"საკითხები, რომლებიც შარლ მიშელმა მოხაზა, არ შეიცვლება. ჩვენი პოზიციაც ესაა". – თქვა ევროპული საქართველოს ლიდერმა, გიგა ბოკერიამ, მას შემდეგ, რაც ოპოზიციური პარტიები ევროპული საბჭოს  პრეზიდენტის, შარლ მიშელის სპეციალურ წარმომადგენელს, კრისტიან დანიელსონს შეხვდნენ

გიგა ბოკერიას შეფასებით, შარლ მიშელის მიერ "მოხაზული საკითხები" ისაა, რაზეც უნდა მოხდეს პროგრესი. 

"თქვენ როგორც იცით და ბევრჯერ მოგისმენიათ ჩვენგან, არის საკითხები, რომლებიც ვერ გადაწყდება ორ და სამ დღეში, მაგრამ უნდა გადაწყდეს, რომ სწორი მიმართულებით მივდივართ, და არის საკითხები, რომლებიც სწრაფად უნდა გადაწყდეს, იმისათვის, რომ მოლაპარაკებებს აზრი ჰქონდეს. ასეთია პოლიტპატიმრებისა და ვადამდელი არჩევნებისკენ სვლის საკითხი". – ამბობს გიგა ბოკერია. 


ევროპული საბჭოს პრეზიდენტმა, შარლ მიშელმა, ევროკავშირის უმაღლეს წარმომადგენელ ჟოზეფ ბორელთან შეთანხმებით, საქართველოში ევროკავშირის მიერ მხარდაჭერილი შუამავლობისა და პოლიტიკური დიალოგის პროცესის ფარგლებში, კრისტიან დანიელსონი პირად წარმომადგენლად გამოგზავნა.

დანიელსონი უკვე შეხვდა პრეზიდენტ სალომე ზურაბიშვილს, პრემიერმინისტრ ირაკლი ღარიბაშვილსა და ქართული ოცნების წარმომადგენლებს. შეხვედრები ოპოზიციურ პარტიებთან ინდივიდუალურ რეჟიმში იმართება. 

კრისტიან დანიელსონს საქართველოში 14 მარტს უნდა დაეტოვებინა, თუმცა წასვლა ერთი დღით გადაიდო. 

კომენტარები