საგარეო ვაჭრობა

იანვარ-თებერვალში ექსპორტი 6.8%-ით, იმპორტი კი 14.1%-ით შემცირდა

საქართველოს სტატისტიკის ეროვნული სამსახურის მონაცემებით, 2021 წლის იანვარ-თებერვალში საქართველოში საქონლით საგარეო სავაჭრო ბრუნვამ $1 654 მლნ შეადგინა, რაც წინა წლის შესაბამისი პერიოდის მაჩვენებელზე 12%-ით ნაკლებია.

იანვარ-თებერვალში ექსპორტი $494.7 მლნ იყო (6.8%-ით ნაკლები), ხოლო იმპორტი $1 159.3 მლნ (14.1%-ით ნაკლები) წინა წლის შესაბამისი პერიოდის მაჩვენებელზე.

უარყოფითმა სავაჭრო ბალანსმა 2021 წლის იანვარ-თებერვალში $664.6 მლნ და საგარეო სავაჭრო ბრუნვის 40.2% შეადგინა.

მხოლოდ თებერვალში ექსპორტი გაიზარდა და $270.3 მლნ შეადგინა, რაც 2020 წლის თებერვლის მაჩვენებელზე $7.7 მლნ დოლარით, ანუ 2.93%-ით მეტია. იმპორტი კი $85.9 მლნ-ით, 12.2%-ით შემცირდა და $618.2 მლნ შეადგინა.

საქართველოს საგარეო ვაჭრობის დეტალურ მონაცემებს საქსტატი მიმდინარე წლის 19 მარტს გამოაქვეყნებს.

კომენტარები