პოლიტიკური კრიზისი

ჯაფარიძე: ყველაფრის გათვალისწინებით, შესაძლოა, საბოლოო ჯამში მივიდეთ შეთანხმებამდე

ჩვენ განვიხილავთ წინადადებებს, რომლებიც ეფუძნება ყველას პოზიციებს, თუმცა ეს წინადადებები მოდის თვითონ მედიატორისგან. მნიშვნელოვანი შეხვედრა იყო, ბევრად უფრო ინფორმატიული, ვიდრე აქამდე ყოფილა, ბევრად უფრო წავედით დეტალებში საკითხების განხილვის დროს და გვესმის, რომ დრო ძალიან ცოტაა. ორივე მხრიდან, მნიშვნელოვანია იყოს კომპრომისები, მაქვს მოლოდინი, რომ ყველაფრის გათვალისწინებით, შესაძლოა, საბოლოო ჯამში, მივიდეთ შეთანხმებამდე.

ამბობს გირჩი - მეტი თავისუფლების ლიდერი ზურა ჯაფარიძე კრისტიან დანიელსონთან შეხვედრის შემდეგ.

კომენტარები