მიანამრი

მიანმარის საპროტესტო აქციებზე კიდევ 5 ადამიანი მოკლეს

უშიშროების ძალებმა ცეცხლი გახსნეს მიანმარის ქალაქ იანგონში, რასაც, სულ მცირე სამი ადამიანის სიცოცხლე ემსხვერპლა. ამის შესახებ ინფორმაციას ადგილობრივი მედია და თვითმხილველები ავრცელებენ.

მიანმარის ახალი სიახლეების სააგენტო Myanmar Now-ის ინფორმაციით, დაშავდა 15. 

ადგილობრივი მედიისა და თვითმხილველების ინფორმაციით, იანგონთან ქალაქ ბაგოში ახალგაზრდა კაცს ესროლეს და მოკლეს. სიახლეების სააგენტო The Kachin Wave ამბობს, რომ ქალაქ ჰპაკანთში კიდევ ერთი მომიტინგე მოკლეს. 

იანგონში ასობით ადამიანი გამოვიდა ქალაქის სხვადასხვა ადგილას, მათ უშიშროების ძალებისგან თავის დასაცავად ბარიკადები აღმართეს, მავთულები გააბეს, ქვიშის ტომრები დააწყვეს. 

ვიდეოებში ჩანს, რომ მომიტინგეებში ხელში უკავიათ ხელნაკეთი ფარი და ახურავთ ჩაფხუტები. 

"ჩვენ სამართალი გვინდა" - გაიძახდნენ მომიტინგეები. 

ჩინური სახელმწიფო მედიის ინფორმაციით, ჩინეთის დაარსებული ორი ტანისამოსის ქარხანას ცეცხლი გაუხსნეს პირებმა, რომლებიც მოტოციკლეტებით მივიდნენ, ჯოხებით, ნაჯახებით და ბენზინით ხელში. 

"ეს ჩვენი ქვეყნისთვის ყველაზე ბნელი დროა და ცისკარი ახლოსაა" - მიანმარის პარალელური, სამოქალაქო მთავრობის ლიდერმა, მაჰნ ვინ ქიანგ თანმა საზოგადოებას Facebook-ზე მიმართა.

გუშინ, 13 მარტს, სამხედრო გადატრიალების შემდეგ ერთ-ერთი ყველაზე სისხლიანი დღე იყო, როდესაც სულ მცირე 13 ადამიანი მოკლეს. 

"ისე იქცევიან, რომ თითქოს ომში არიან, შუიარაღებელ ხალხთან" - თქვა თქვა აქტივისტმა მიათ თუმ

სამხედრო მთავრობის მართული მედია მომიტინგეებს "დამნაშავეებს" უწოდებს. 

პოლიტიკური პატიმრების დამხმარე ასოციაციის ჯგუფმა განაცხადა, რომ სამხედრო გადატრიალების შემდეგ 80-ზე მეტი ადამიანი მოკლეს, 2 100 დააპატიმრეს. 


პირველ თებერვალს მიანმარში სამხედრო გადატრიალება მოხდა. ქვეყანაში ერთი წლით გამოცხადებულია საგანგებო მდგომარეობა, ძალაუფლება კი სამხედრო ძალებს გადაეცა, კონკრეტულად - მთავარსარდალ მინ აუნ ჰლაინს. ქვეყნის დეფაქტო ლიდერი აუნ სან სუ ჩი და სხვა პოლიტიკოსები, მათ შორის პრეზიდენტი, დააკავეს. ისინი შინაპატიმრობაში არიან.

სამხედრო გადატრიალება არჩევნების შემდგომ სამოქალაქო ხელისუფლებასა და სამხედრო ძალების წარმომადგენლებს შორის დაპირისპირების ზრდას მოჰყვა. შეიარაღებული ძალების ლიდერებს მიაჩნიათ, რომ ნოემბერში გამართული არჩევნები, რომელშიც აუნ სან სუ ჩის პარტიამ გაიმარჯვა, გაყალბდა.

კომენტარები