მიანმარი

მიანმარის არჩევნებში აუნ სან სუ ჩის მმართველმა პარტიამ გაიმარჯვა

აუნ სან სუ ჩის მმართველმა პარტიამ დემოკრატიის ნაციონალურმა ლიგამ მიანმარის არჩევნებში გაიმარჯვა.

საარჩევნო კომისიის მიერ გამოცხადებული შედეგების თანახმად, მმართველმა პარტიამ პარლამენტში ადგილების ნახევარზე მეტი, 368 ადგილი მოიპოვა. 

"ხალხმა ნათლად გააანალიზა დემოკრატიის ნაციონალური ლიგის საჭიროება, რათა მთავრობის ჩამოსაყალიბებლად აეღო საკმარისი ხმები". - თქვა პარტიის სპიკერმა. მისივე თქმით, ეს პოლიტიკური უთანხმოების შემცირებას დაეხმარება.

სამხედროებთან დაახლოებულმა ოპოზიციამ, კავშირის სოლიდარობის და განვითარების პარტიამ, მხოლოდ 25 ადგილი მოიპოვა.

ოპოზიცური პარტიის განცხადებით, არჩევნები არც თავისუფალი იყო და არც სამართლიანი და ითხოვს საარჩევნო კომისიის გუნდის გადადგომას და არჩევნების ხელახლა ჩატარებას.

კონსტიტუციის თანახმად, საარჩევნო კომისიის წევრებს მთავრობა ნიშნავს. 

საერთაშორისო კრიზისის ჯგუფის წარმომადგენელმა რიჩარდ ჰორსიმ თქვა, რომ მმართველი პარტიის გამარჯვება იმდენად დიდია, რომ ზოგიერთი შედეგის შემობრუნებაც კი მთლიან შედეგზე გავლენას ვერ მოახდენს. 

დამკვირვებლების შეფასებით, ხმის მიცემა არჩევნების დღეს დაუბრკოლებლად მიდიოდა. თუმცა, ისინი გმობენ საარჩევნო კომისიის არასაკმარის გამჭვირვალეობას, ბევრი ეთნიკური უმცირესობის ტერიტორიაზე არჩევნების გაუქმებას უსაფრთხების მიზეზით. ამ გადაწყვეტილებით, 1.5 მილიონ ამომრჩეველს საარჩევნო უფლება შეეზღუდა.

მმართველმა პარტიამ ყველა ეთნიკური უმცირესობის პოლიტიკურ პარტიებს განუცხადა, რომ მათ სურვილებს წინ დააყენებს. 

დაძაბულობა გაზრდილია დასავლეთ რაქინის შტატში, სადაც რაქინის სამხედრო ჯგუფს, არაკანის არმიასა და სამხედროთა შორის ბრძოლის შედეგად უკვე 200 000 ადამიანი იძულებითაა გადასახლებული. 

არაკანის არმიამ მთავრობას მოსთხოვა არჩევნების ჩატარება რაც შეიძლება სწრაფად იმ ადგილებში, სადაც ხმის მიცემა გაუქმდა.

არჩევნები გააკრიტიკეს უფლებადამცველებმაც, რადგან თითქმის ყველა როჰინჯელ მუსლიმს საარჩევნო ხმის უფლება შეუზღუდეს.

მიანმარის სისხლიანი კონფლიქტის წარმოშობის და აუნ სან სუ ჩის შესახებ ვრცლად შეგიძლიათ წაიკითხოთ ტაბულას სტატიებში.

კომენტარები