ვაქცინაცია

WHO: AstraZeneca-სა და ზოგ ვაქცინირებულში განვითარებულ თრომბს შორის კავშირი არ არის

Reuters

ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის ცნობით, Oxford-AstraZeneca-ს ვაქცინასა და ადამიანებში განვითარებულ თრომბს შორის არანაირი კავშირი არ არსებობს. 

მიმდინარე კვირაში იტალია, რუმინეთი, ტაილანდი და ისლაინდია შეუერთდნენ იმ ქვეყნების ჩამონათვალს, რომლებმაც AstraZeneca-ს გამოყენება დროებით შეაჩერეს, თუმცა ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციიის ცნობით, არ არსებობს მტკიცებულება, რომ თრომბი, რომელიც ზოგიერთ ვაქცინირებულ პაციენტში გამოვლინდა, ამ ვაქცინას უკავშირდება.

ჯანმოს პრესსპიკერის თქმით, ვაქცინას არავითარი კავშირი არ აქვს თრომბის განვითარების რისკთან, თუმცა ორგანიზაცია მაინც ყურადღებით ეკიდება და შეისწავლის ყოველ ასეთ შემთხვევას.

საქართველოში AstraZeneca-ს ვაქცინის პირველ დოზები 13 მარტს შემოვა. ვაქცინაციის პროცესი, სავარაუდოდ, 15 მარტს დაიწყება და პირველ ეტაპზე სამედიცინო პერსონალი აიცრება.

ბოლო მონაცემებით, COVID-19-ის საწინააღმდეგო ვაქცინაცია მსოფლიოს 121 ქვეყანაში მიმდინარეობს და უკვე გაკეთებულია ვაქცინის დაახლოებით 341 მილიონი დოზა. 

კომენტარები